“სასამართლოებში კლანურ მმართველობაზე” დადგენილების პროექტს “ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 5 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა “საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე” პარლამენტის დადგენილების პროექტს, რასაც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მმართველი მმართველი პარტიის კიდევ ერთ ლუსტრაციად აფასებს.

“არანაირი არგუმენტი! არანაირი კითხვა! მდუმარე კოლექტიური მხარდაჭერა კლანს, რომელიც განასახიერებს წარსულის ძალადობრივ რეჟიმს. ხომ ებრძვიან წინა ხელისუფლებას და გმობენ? აი, კლასიკა – მეორე ხელით მფარველობენ მათ.
ისინი ვინც თავგამოდებით იცავთ მათ, ამ ფაქტს როგორ ახსნით? სად ეძებთ წინა რეჟიმის ჯალათებს? აი, აქვე არიან სასამართლოში და მათი დიდი ნაწილი სწორედ მმართველი პარტიის მფარველობის ქვეშაა”, – წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციატორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და ნატო ჩხეიძე არიან. დადგენილების პროექტი გულისხმობს:

დადგენილების პროექტის ავტორები არიან სამართლის დარგის ექსპერტები: კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, სოსო ბარათაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ბესიკ ლოლაძე, ირაკლი კუპრაძე, ლევან თოთლაძე, ლაშა არველაძე, ხათუნა რიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე და თამარ გეგელია.