პროკურატურის ინფორმაციით, ცოლზე ძალადობისა და მისი გაუპატიურების ბრალდებით, კაცს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლომ 7 წლით თავისუფლბის აღკვეთა  მიუსაჯა.

უწყების თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 25 თებერვალს კაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – სახეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. მეორე დღეს, 26 თებერვალს ღამით კი დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ის 2019 წლის 3 მარტს დააკავეს და მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 111-137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურება),  1261  მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Published by ნინო ბიძინაშვილი

ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან

Exit mobile version