იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობითვე, თერთმეტ თვეში მსოფლიოს 53 ქვეყანაში, ჯამში, 86 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 220 მლნ აშშ დოლარია, რაც 2018 წლის მონაცემზე 20%-ით მეტია.

“2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო  86.2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით,” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

ექსპორტი გაზრდილია შემდეგ ბაზრებზე

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.