წალენჯიხაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

წალენჯიხაში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხმა” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობიტ, ორმხრივი სროლა წალენჯიხის ცნეტრში გუშინ ღამით იყო, რის შემდეგაც პოლიციელი დააკავეს.

პროკრატურაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.