ყალბი აშშ დოლარის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.


გამოძიება ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).