საელჩოსთან ძირითადად თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალქეები შეიკრიბნენ, ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
“თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელები შევიკრიბეთ აქ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ამ დიდი ტრაგედიის მსხვერპლებს. ეს ჩვენი სამოქალაქო ვალია. სამწუხაროდ, შორს ვიმყოფებით ჩვენი ქვეყნიდან და რისი გაკეთებაც შეგვიძლია აქედან, ის მაინც უნდა გავაკეთოთ”, – ამბობს თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე, ბიულბიულ ალიევა.
აქციაზე აზერბაიჯანის მოქალაქეების გარდა რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
19 მაისს ბაქოში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
|
||