09.30 სასტუმროში “ჰოლიდეი ინ” საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება.
10.00 სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნის საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება“
10:30 შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფორმები შსს-სა და პროკურატურაში; სხვა მიმდინარე საკითხები. . მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23
11:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა კახეთის მხარის გუბერნატორთან, გამგებლებთან და ფერმერებთან
თელავი, უნივერსიტეტის ქ. N7, ი. გოგებაშვილის სახ. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანა საქართველოში; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში; ლართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკიტხები.მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.
11:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რიგის სამიტი, მოლოდინები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ძალისმიერი სპორტისსაერთაშორისო გაერთიანების წარმომადგენლები დაგეგმილ ღონისძებებზე და მიღწეულ წარმატებებზე პრესკონფერენციას გამართავენ
12:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
12:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დაესწრება.
15:00 აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მეწარმეებთან და ექსპერტებთან
თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. კისისხევი, ღვინის ქარხანა “შუხვან ვაინს ჯორჯია”
15:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
15:00 თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
16:00 თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
18:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო, DVV International და გოეთეს ინსტიტუტი თბილისში მართავენ ქალაქის მწვანე ფორუმს,
17:00 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმფონიური მუსიკის საჩვენებელ კონცერტს გამართავენ თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სხვადასხვა განყოფილების წარჩინებული მოსწავლეები
