ახალი ამბები

ამ აქციას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან – კობახიძე ჩამოყვანილ სტუდენტებზე

2 დეკემბერი, 2019 • 1727
ამ აქციას კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან – კობახიძე ჩამოყვანილ სტუდენტებზე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია ორბელიანის მოედანზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით იმართება და რომლისთვისაც ბათუმიდან სტუდენტურმა თვითმმართველობამ წაიყვანა სტუდენტები, „კოტრაქცია“ არ არის.

„არავითარი კონტრაქცია არ იქნება, არაფერი გვაქვს საკონტრაქციო „ნაცმოძრაობასთან“, ისინი არიან მილევად რეჟიმში და მიილევიან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კობახიძემ განაცხადა, რომ საღამოს დაგეგმილი აქცია უკავშირდება კვირეულს, რომელიც ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭებას:

„ეს არის აქცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ პოლიტიკურ პროცესთან. არანაირი კონტრაქციები ჩვენ, ბუნებრივია, არ გვჭირდება“, – ამბობს იგი.

„ქართული ოცნება“, კერძოდ პარტიის ახალგაზრდული ფრთა, დღეს, 2 დეკემბერს 10 ათასი სტუდენტის შეკრებას აპირებს თბილისში, ორბელიანის მოედანზე.

ვრცლად:

რისთვის მიჰყავს „10 ათასი სტუდენტი“ „ოცნებას“ რეგიონებიდან თბილისში

მასალების გადაბეჭდვის წესი