ახალი ამბები

ნათელაშვილის შვილი მცხეთაში, ხუნდაძის ოფისთან აქციაზე დააკავეს

2 დეკემბერი, 2019 • 1385
ნათელაშვილის შვილი მცხეთაში, ხუნდაძის ოფისთან აქციაზე დააკავეს

მცხეთაში, სადაც მოძრაობა „გაბედე“ აქციას მართავს მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი დააკავეს. ის „გაბედეს“ წევრია.

აქციაზე დაპირისპირება მოხდა ხუნდაძის მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. მათ ნათელაშვილის გარდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი გადაიყვანეს მანქანით.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელიც აქტიურად გამოდიოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების ინიციატივით.

ნახეთ დეტალებისთვის:

ჩხუბი მცხეთაში, მაჟორიტარ ხუნდაძის ოფისთან აქციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი