საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 30 ახალი სახანძრო მანქანა იყიდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 30 ახალ სახანძრო მანქანას ყიდულობს. უწყების ინფორმაციით, გერმანიაში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანები საქართველოში წლის ბოლოს ჩამოვა. მათივე ცნობით, ახალი მანქანები თბილისის გარდა რეგიონებსაც გადაეცემა.

“მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა  მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო.
ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5- ტონიანი წყლის ავზი და 300- ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში ასევე  დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა”,-აცხადებენ უწყებაში.