ახალი ამბები

ოპოზიცია აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს

1 დეკემბერი, 2019 • 1647
ოპოზიცია აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს

ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის გაშლას რეგიონებშიც აანონსებს. პირველი აქცია კი ქუთაისში გაიმართება მომავალი კვირის პარასკევს.

ამის შესახებ ცნობილი ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. გარდა ამისა, ოპოზიცია კვლავაც გეგმავს საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას, როდესაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები განახლდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

გასული დღეების განმავლობაში ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზციის ოფისთან “ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომელთა შორის ოპოზიციის ცნობით, საჯარო მოხელეებიც არიან, ორი აქცია გამართეს და შენობას კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი