“შეაყარე ოცნებას ლობიო” – ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს

“შეაყარე ოცნებას ლობიო” – “ქართული ოცნების” ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციამ აქციაზე ლობიოს ჰაერში აყრა ჩაუთვალა სამართალდარღვევად და ამის გამო შეეფარდა მას 8 დღიანი პატიმრობა.

მომიტინგეების თქმით, ეს არ არის კანონდარღვევა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა, ოპოზიციონერი ლაშა ჩხარტიშვილი ციხეში უსამართლოდ ზის.

აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან ლობიოს 41 მარცვალი აყარეს ჰაერში.