დღეს, 19 მაისს, ამ მიზნის მისაღწევად განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაფორმდა ხელშეკრულებები „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამინისტროს შორის.
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება, საზოგადოებრივი დამცველი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, ახალგაზრდა ადვოკატები და ვიპიარ ჯგუფი“. მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება 7 ორგანიზაციისაგან შედგება, მათ შორის 5 დაბრუნებული მიგრანტების დაარსებულია.
ხელშეკრულების თანახმად, ამ ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებისთვის შემდეგი სარეიტნეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება.
