100 საპრივატიზაციო ობიექტის ჩამონათვალი

ცნობილია იმ დაახლოებით 100 ობიექტის ჩამონათვალი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად გამოაქვს. მათი ჯამური საწყისი ღირებულება  150 მლნ ლარია, მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება კი- 200 მლნ ლარი.  ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო ობიექტები ძირითადად მცირე ბიზნესზეა მორგებული, თუმცა მთავრობა ამ სიას სხვადასხვა ობიექტებს მუდმივად დაამატებს. მაგალითად, ამ ობიექტებს დაემატება წყნეთის აგარაკებიც.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით,  “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა.

“საპრივატიზებო ობიექტები, გარდა სხვადასხვა მახასიათებლებისა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას. გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე  ელექტრონულ აუქციონში”, – ნათქვამია ქონების სააგენტოს განცხადებაში.

ობიექტების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.