“ღვთის ლოცვა-კურთხევით დაწესდა ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესასწაული. ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს. მე მინდა შეგახსენთ, რომ ოჯახი არის ფუძე კაცობრიობისა და სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფო მტკიცე იქნება და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახის წევრი, ყველა პიროვნება, ვინც ჭეშმარიტი უფლის მადიდებელია და მისი გზით ცხოვრობს. მინდა დღეს მივმართო ყველას და უნდა შევახსენო, რომ უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში. უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ აბორტი არის შვილის კვლა და ეს არის უდიდესი ცოდვა. და განსაკუთრებით მე მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აკეთებენ აბორტებს: ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის. ამიტომ უნდა შეწყდეს აბორტები და ღმერთი რამდენსაც მისცემს შვილს, ის შვილები იყოლიონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნერებისა. თქვენ მოისმინეთ პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც შეიყვარა უფალმა ეკლესია თვისი”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში ქადაგების დროს.
პატრიარქი: ოჯახი არის ფუძე კაცობრიობისა და სახელმწიფოსი

-
29.11.2026 თერჯოლაში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი – თბილისში სამი მარში თავისუფლების მოედანზე გაერთიანდა -
28.11.2026 კობახიძე ირწმუნება, რომ რუსეთს 18% აქვს ოკუპირებული და არა 20% -
28.11.2026 “მხარდაჭერა თანამემამულეებს“ – ქართველმა ემიგრანტებმა ვაშინგტონში ქუჩა გადაკეტეს -
28.11.2026 უწყვეტი პროტესტის ორი წელი | თბილისში სამი საპროტესტო მსვლელობა გაიმართება -
28.11.2026 საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ხელმძღვანელი ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე დააკავა