“ძალიან მალე დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი” – კალაძის დავალება

თბილისის მერმა კახი კალაძემ ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, გამართოს მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიასთან, რათა უახლოეს მომავალში დაიწყოს ახლანდელი მიმროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი. თბილისში მიკროავტობუსების სისტემას მხოლოდ აღნიშნული კომპანია ამუშავებს.

მერმა თავის მაოდგილეს მოლაპარაკებების დასაწყებად 2-კვირიანი ვადა მისცა.