ცაგერში სავარაუდოდ ურთიერთსროლის შედეგად 2 პოლიციელი გარდაიცვალა, 1 დაჭრილია

ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში სროლის შედეგად ორი პოლიციელი გარდაიცვალა, 1 მამაკაცი კი დაიჭრა და ცაგერის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

“რეგინფოს” ცნობით, პოლიციელებს შორის ჩხუბი მოხდა და მათ, სავარაუდოდ, ერთმანეთს ესროლეს.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც  განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.