აშშ მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებთან დაკავშირებით “ამერიკის ხმასთან” კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები”, – ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

14 ნოემბერს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ წუხილი გამოთქვა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით.