ახალი ამბები

ოპოზიცია პიკეტირების გაგრძელებას და მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

26 ნოემბერი, 2019 • 1014
ოპოზიცია პიკეტირების გაგრძელებას და მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიცია აცხადებს, რომ პიკეტირების ღონისძიებებს გააგრძელებს, კვირის ბოლოს კი მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს დაასახელებს.

ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მორიგი კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადეს.

“მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ. იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც იქნება პარლამენტში, დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. პარასკევს გვექნება იმ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ჩიხიდან გამოსავლად ვთავაზობთ”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს დაგეგმილ პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით პიკეტირების გეგმა, ვაშაძის თქმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, სხვა აქციები კი, მისი თქმით, თვითორგანიზებადია.

ვაშაძის ინფორმაციით, მასშტაბური აქციის თარიღი კავშირში იქნება პარლამენტში სასესიო კვირასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი