დეპუტატები თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს

პარლამენტის სიახლოვეს პარლამენტის წევრები ევროპული საქართველოდან, თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია დააკავეს.

პარტიის წევრების ცნობით კი, დაკავება აქციაზე გასათბობი საშუალების, წალმის მიტანას მოჰყვა.

როგორც ცნობილია, პოლიცია მომიტინგეებს შეშის შეტანის საშუალებას არ აძლევს, რასაც ომბუდსმენი უკანონობად მიიჩნევს.

განახლება: 01:59 დეპუტატები მალევე გაათავისუფლეს. შსს დაკავების ფაქტს არ ადასტურებს.

ამავე თემაზე

“წალამზე დაგვიჭირეს” – გიგა ბოკერია გათავისუფლების შემდეგ