ეკომიგრანტების განცხადებებს სწავლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისია“.
სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში ჩართული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, 90-მდე ეკომიგრანტი ოჯახს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას გეგმავს.
ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართობს ძირითადად აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ყიდულობენ. სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახებისგან განცხადების მიღება კვლავაც გრძელდება.
