„არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა?“ მოდი და დადექი აქ!“ — ასე მიმართავს მოქალაქეებს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დღეს საღამოს პარლამენტის წინ დემონსტრაციას შეუერთდა.
„მთავარ არხთან“ და „რუსთავი 2-თან“ საუბარში მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმე ფიქრობს, აქციაზე „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის ან „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებისთვის დგანან, პრინციპულად ცდება.
„თუ გინდათ, რომ არ მოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მოდით და დადექით აქ, რადგან პროპორციული არჩევნები მოიტანს იმას, რომ ყველას ექნება თავის წილი… თუ გინდათ, რომ აღარ მოხდეს ერთის მიერ მეორე ხელისუფლებისთვის ყველაფრის 100%-ით გადაცემა, მოდით და დადექით აქ“, — აცხადებს მარგველაშვილი.
„მესმის ხმები, „არ გვინდა მოვიყვანოთ ნაციონალური მოძრაობა“… არ გინდა „ნაციონალური მოძრაობა?“ მოდი და დადექი აქ, რათა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს თავისი მოკრძალებული წვლილი, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს თავისი მოკრძალებული წვლილი და ყველა პარტიას თავისი წვლილი ჰქონდეს და არ მოხდეს 100%-ით ერთი ხელისუფლებისგან მეორესთვის რაიმეს გადაბარება“.
მარგველაშვილის თანახმად, აქციაზე ის ადამიანები დგანან, ვისაც ორი რამ აქვს გააზრებული:
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერებმა, მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, ბოლოს კი პარლამენტთან საპროტესტო აქციას შეუერთდა.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წინა აქციების მსგავსად, დღესაც აპირებენ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას.