პროპორციულის ჩამგდები 3 მაჟორიტარი დააწინაურეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალკავაძემ სპიკერატსა და კომიტეტებში ვაკანტურ თანამდებობებზე მმართველი გუნდის კანდიდატები დაასახელა.

სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარისა და ვიცესპიკერის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდების გამო უმრავლესობა 10-ზე მეტმა დეპუტატმა დატოვა.

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი იქნება თამარ ჩუგოშვილის ნაცვლად, ვიცესპიკერებად ასევე დაინიშნებიან მამუკა მდინარაძე (ასევე უმრავლესობის ლიდერი), გიორგი კახიანი და კახა კუჭავა.

ევროინტეგრაციის კომიტეტში თამარ ხულორდავას შეცვლის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი. სონღულაშვილი ერთ-ერთი მაჟორიტარია, ვისი წყალობითაც პროპორციულის რეფორმა ჩავარდა.

მეორე ასეთი მაჟორიტარი, ნინო წილოსანი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმდჯომარედ ინიშნება, მესამე მაჟორიტარი გურამ მაჭარაშვილია, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტში შეცვლის გიორგი კახიანს.

საგარეო საკითხთა კომიტეტში სოფო ქაცარავას ირაკლი ბერაია შეცვლის.

ამავე თემაზე

ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ახალი თავმჯდომარეები