10:30 მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური პრემია “დურუჯის” მეორე ეტაპის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
11.00 თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თბილისის მერია 13 მაისიდან ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ერთვება.
მის: შარტავას ქ. #7
11:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი, ლევან ბერაძე, “რეპორტიორის” პრესკლუბში, ბრიფინგს გამართავს და მთავრობას უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს.
მის: იოსებიძის ქ. #57, I სართ.
11:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ურიდიული კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური და საკანონმდებლო საკითხები.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:15 “რეპორტიორის” პრესკლუბში “უფლებდამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გურიის ახალ გუბერნატორთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს.
თემა: პროკურატურამ კალაძის საქმიანობის შესწავლა დაიწყო – საქმის დეტალები.
11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია, NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: NDI-ის კვლევები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიტივის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “პოზიცია” კვლევას აქვეყნებს – რას ფიქრობს საზოგადოება პროექტ “პანორამა თბილისის” განხორციელებაზე?”.
12:00 საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბოლნისის მახლობლად, სოფელ აკაურთაში კომპანია “ABD Georgia”-ს მიერ კავკასიაში ღორის ხორცის წარმოების თანამედროვე კომპლექსის გახსნას დაესწრება.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: NDI-ს კვლევები, მთავრობის ახალი შემადგენლობა.
12:00 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: NDI-ის კვლევები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:15 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საგანმანათლებლო ალიანსის თანათავმჯდომარეები დავით ლაგვილავა და მარიამ რამინაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: საგანმანათლებლო ალიანსი აპროტესტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ გაკეთებულ დასკვნას ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ბრალეულობა მხოლოდ სკოლის დირექტორებზე გამოიკვეთა.
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: NDI-ს კვლევები, მთავრობის ახალი შემადგენლობა და სტრატეგია.
12:30 კულტურის სამინისტროში ამერიკული ვოკალური კვარტეტის, “მანჰეტენ ტრანსფერის” წევრები: ჩერილ ბენტაინი, იანის სიგელი, ალან პოლი და ტრისტ კურლესი პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციას ასევე გაუძღვებიან მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე, კომპანია “მაგთიკომის” საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო სურგულაძე, სასტუმრო “რუმს თბილისის” ბიზნესგანვითარების მენეჯერი ოთარ ბერიშვილი.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ფიზიკოსი რამაზ ქანთარია ბრიფინგს გამართავს.
13:00 გიორგი გუგავა ლეიბოსრისტული პარტიის ოფისში განცხადებას გააკეთებს.
თემა: რამდენი მილიონი იშოვა ივანიშვილმა ლარის გაუფასურებით.
13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.
16:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის შეხვედრა გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი
16:50 საქართველო-გერმანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ზვიად კვაჭანტირაძისა და ჯგუფის წევრების შეხვედრა გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი
18:00 სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი სქართველოში იუე ბინი და შპს “საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი ლევან დვალი ჩინეთის მიერ 245 ერთეული სამელიორაციო ტექნიკის საქართველოს მხარისთვის გადმოცემის ღონისძიებას დაეწრებიან.
მის: რუსთავი, იაღლუჯის 26, რუსთავწყლის სატუმბი სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
20:00 საქართველოს მწერალთა სახლში რედაქცია #3 ჟურნალ XII-ის პრეზენტაციას გამართავს.
