მაკო გომურს მისი საქმის მასალები სრულად არ გააცნეს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იუწყება, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ არასრულად გააცნო საქმეში არსებული მასალები. გომურის ინტერესებს საია იცავს.

მაკო გომურმა 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა. ამის შემდეგ, თვეების განმავლობაში, დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებდნენ. საბოლოოდ,  2019 წლის 11 ნოემბერს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საიას თანახმად, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა.

თუმცა, ორგანიზაციის თანახმადვე, „21 ნოემბერს პროკურატურამ ადვოკატებს და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნეს, რითაც დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა, შეემოწმებინა და განესაზღვრა, საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში“.

საია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57.1 (თ) მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და საიას ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომა მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა. გასაცნობად გადმოცემულ მასალებში იყო მხოლოდ მაკოს და მისი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმები, აქციის სამი მონაწილის გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები და გარკვეული ვიდეომასალები. პროკურატურის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სწორედ ამ ორ ტომში არსებული მასალები იყო შემხებლობაში მაკო გომურის მიერ მიღებულ დაზიანებასთან“.

ორგანიზაციის განცხადებით, გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი; ამასთან, საქმის მასალებში არ ყოფილა „რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა გააჩნია პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად“.

საიას განმარტებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ გადმოცემული მასალებით დგინდება, რომ:

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება“.

„სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება“.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს: