რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, 68 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, 16 პროცენტისთვის არა, ხოლო 16 პროცენტს პასუხი არ აქვს.


მოსახლეობის 31 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 41 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, ხოლო 27 პროცენტს პასუხი არ აქვს.


კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *