“ნატოს მწვრთნელები დაგეხმარებიან, რომ თქვენი თავდაცვითი სისტემა ალიანსის სტანდარტებს შეესაბამებოდეს. მიმდინარე წელს ჩვენ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ. ცენტრი გააუმჯობესებს ჩვენი ჯარების თავსევადობის დონეს, ჩვენი გზავნილი რუსეთისთვის კი ასეთი იქნება: საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის დონით, რომელიც ჩვენ შორის წლების განმავლობაში არსებობს. ნატო რეფორმების პროცესს უჭერს მხარს და ხაზგასმით ამბობს, რომ ნებისმიერ ერს აქვს უფლება თავად აირჩიოს გზა, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების სტრუქტურა, რომლის ნაწილი თავად იქნება. გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს საკითხი მხოლოდ თქვენი ქვეყნის გადასაწყვეტია”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 11 მაისს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. იგი ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.