თბილისში, სპორტის სასახლესთან კაცი დაჭრეს

თბილისში, სპორტის სასახლესთან კაცი დაჭრეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს მოხდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.