უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება უკანონოდ არ ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება უკანონოდ არ ცნო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საკასაციო სარჩელი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურისა და შს სამინისტროს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 2018 წლის 12 თებერვალს მისი პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.