კვირაზე მეტია აფხაზეთის ტყეებში და ნაკრძალში ისევ ხანძარს ებრძვიან

ერთ კვირაზე მეტია აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმის, გაგრისა და გულრიფშის მიდამოებში არსებულ ტყეებსა და ნაკრძალში ხანძარია. ოფიციალური ცნობით, ხანძარს რუსული ავიატექნიკის გამოყენებით ებრძვიან, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ხანძრის კერები ისევ არსებობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად სოხუმში ადამიანურ ფაქტორს, კერძოდ ნადირობას უკავშირებენ.

ამ ეტაპზე ზარალის დათვლას აფხაზეთში ვერ ახერხებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ტყის მასივში უკვე დამწვარია 17 ათასი ძირი ახალგაზრდა ხე.