აქციის დაშლისას მაჩალიკაშვილს წყლის ჭავლი მიუშვირეს – ფოტოები

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილიც იმყოფებოდა. ის უკვე თითქმის სამი წელია ითხოვს პასუხს კითხვებზე, მისი შვილი თემირლან მაჩალიკაშვილი რატომ მოკლესს მისსავე საწოლში.

აქციის დაშლისას ადგილზე იმყოფებოდა OC Media-ს ჟურნალისტი მარი ნიკურაძე, რომელმაც ფოტოებზე აღბეჭდა, თუ როგორ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი წყლის ჭავლის სამიზნე. მისი თქმით, ეს ორი ფოტო რამდენიმე წამის დაშორებით არის გადაღებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროსაც დაშავდა. მაშინ მას რეზინის ტყვია თავის არეში მოხვდა.