ეკონომიკის სამინისტროსთან გიორგი კვირიკაშვილის გადაგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

აქციაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულეს და ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.  

 

“ჩვენ ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადაგომას. გუშინ “ჩოთქი” მივუტანეთ ფინანსთა მინისტრს, ხოლო დღეს “კალკულატორი” ეკონომიკის მინისტრს. იქნება კარგად გამოთვალონ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ისინი ამ კრიზისს ვერ ხედავენ და, შესაბამისად, არც მოგვარების გეგმა აქვთ. ამიტომ ამ ხალხმა უნდა დატოვონ თანამდებობები და ქვეყანა ჩააბარონ იმ ხალხს ვისაც შეუძლია საქმის კეთება” -განაცხა არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოებრივი მონიტორინგის” წარმომადგენელმა. 

 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. მათ ბიძინა ივანიშვილს დაპირებები შეახსენეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის რეზიდენციასთან სიმბოლურად 100 საწარმოს მაკეტი მიიტანეს.