აქციების ფონზე კლასიკურ გიმნაზიაში სწავლა 14:00 საათის შემდეგ შეწყდა

მისი თქმით, მეორე ცვლა 14:00 საათიდან იწყება და ამ პერიოდში სკოლაში პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეები დადიან.

თამარ კაპანაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დღევანდელ დღეს ეხება. რაც შეეხება პირველ ცვლას, სასწავლო პროცესი აქ შეუფერხებლად მიმდინარეობდა.