ზ. ს. 25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაშია ბრალდებული. მკვლელობა გუშინ, 3 მაისს მოხდა შუახევში. ოჯახის ახლობლების განცხადებით, დაჭრილი იმის გამო გარდაიცვალა, რომ სავადმყოფოს არ ჰყავდა ქირურგი, რომელიც პაციენტს სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
