“მე ახლა ისევ პარლამენტში რომ ვიყო, ამაზე ალბათ გრძელ კომენტარს გავაკეთებდი, მაგრამ ამ წუთას, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ იქიდან გამომდინარე, რომ უნდა ვესაუბრო, პირველ რიგში, გენერალური შტაბის წარმომადგენლებს. ბატონი კაპანაძე არ არის ამჟამად საქართველოში, მოგეხსენებათ, და შუა კვირაში დაბრუნდება, ამის შემდეგ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ განცხადებებს ამ თემაზე”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

შეგახსენებთ, რომ როდესაც ირაკლი ალასანიამ დატოვა თავდაცვის მინისტრის პოსტი და იგი მინდია ჯანელიძემ შეცვალა, ალასანიამ განაცხადა, რომ საფრნაგეთში ვიზიტის დროს ხელი მოაწერა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის შესახებ მემორანდუმს, რის შემდეგაც უკვე ჯანელიძეს 6 თვის ვადაში უნდა გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება. ალასანიას თქმით, გარდა იმისა, რომ საფრანგეთში ვიზიტის დროს ჯანელიძემ დაურეკა და მოთხოვა, ხელი არ მოეწერა მემორნადუმზე, მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ აღარ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. ჯანელიძემ ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ამ საკითხზე არანაირი ვადები არ ყოფილა განსაზღვრული.

თინა ხიდაშელი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *