აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახლობლის თქმით კი, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანიმობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში. (ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოს ქირურგი აღარ ჰყავს).
დათო დავითაძესთან ერთად დღეს კიდევ ორი ადამიანი დაჭრეს, სავარაუდოდ, მისივე ბიძაშვილები.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის პოლიციამ ქედაში დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
