“2012 წელი აღდგა” – ინტერვიუ იაგო კაჭკაჭიშვილთან

რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს, როდესაც რეპუტაციულ რისკზე მიდის და საკუთარ საჯარო დაპირებას პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ აგდებს? როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ოპოზიციურ ფლანგზე? – ნეტგაზეთი სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ესაუბრა.

ცხადია, [ეს არ ყოფილა რიგითი დაპირება] ეს იყო ფუნდამენტური დაპირება. ეს რატომაც არ გააკეთეს, სრულიად ცხადია ჩემთვის: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობებში “ქართული ოცნება” ვერ მოიპოვებდა უმრავლესობას პარლამენტში 2020 წელს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მათი რეიტინგი 30%-ს არ აღემატება, მაგრამ თუნდაც 35 პროცენტი ყოფილიყო: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათ, უკეთეს შემთხვევაში, კოალიციურ მმართველობას ჰპირდებოდა. შერეული მაჟორიტარული სისტემა კი, თუნდაც 30%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაში, ლამის გარანტიას აძლევს “ქართულ ოცნებას” უმრავლესობის მოპოვებისთვის.

მარტივი არითმეტიკაა: 77 ადგილი პარლამენტში პროპორციულ-პარტიული სიით აირჩევა. 30%-იანი მხარდაჭერა ოცნებას 23 მანდატს მოაპოვებინებს. 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით აირჩევა. აი, აქ კი ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი, რომ 73-ივე ადგილი წაიღოს – ძირითადად მეორე ტურის ხარჯზე. ანუ, პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი (ხელისუფლების ჩათვლით) ვერ დააგროვებს 50%+1 ერთ ხმას. დაინიშნება მეორე ტური. როგორც გამოცდილებამ არაერთგზის აჩვენა, მეორე ტურში ხელისუფლების მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია ხდება, ხოლო დაქსაქსული ოპოზიციური ამომრჩეველი ვერ ერთიანდება ერთი რომელიმე ოპოზიციური კანდიდატის გარშემო. ასე დარჩება ხელისუფლებას 96 მანდატი. 

ამ სქემას ერთი რამ გაარღვევდა მხოლოდ, თუ ქვეყანაში გაჩნდებოდა ისეთი მძლავრი ოპოზიციური პარტია, რომლის მიმართ ნდობა,  რეიტინგი იქნებოდა უფრო მაღალი, ვიდრე არის “ქართული ოცნების”, ანუ -40, 45%.

დიახ, მაგრამ ასეთი პარტია ჯერჯერობით არ გვყავს. ამაზეა სწორედ ხელისუფლების გათვლა, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია ვერ მოაგროვებს იმაზე მეტ რეიტინგს, ვიდრე “ქართულ ოცნებას” აქვს, ამიტომ შერეული სისტემა მას ისევ უმრავლესობას ჰპირდება პარლამენტში.

აწონ-დაწონეს ზარალი და…

ოღონდ, ეს ზარალი შეიძლება დაუჯდეთ ძალიან ძვირი, თუ პროტესტი მასშტაბური იქნება. არ ვიცი, ამ თვალსაზრისით ცოტა ძნელია პროგნოზების გაკეთება იმიტომ, რომ ზოგჯერ მღრღნის ეჭვი, რომ მასობრივი პორტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაში აიწევა საქართველოში, თუ, უკაცრავად და, უკანალში გაჩხერილი ცოცხიანი ადამიანი ნახეს და არ მგონია, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე არდათანხმებამ ისეთი მასობრივი პროტესტი გამოიწვიოს, რომ ეს ხელისუფლებას ძალაუფლების დაკარგვად დაუჯდეს. თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია და არ ვამბობ, რომ აუცილებლად ასე მოხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რასაკვირველია არის, ამიტომ დაიწყეს “ქართული ოცნების” იდეოლოგებმა იმაზე აპელირება, რომ სამართლიანი არჩევნების პირობებში ძლიერი ოპოზიცია იგებს და მნიშვნელობა არ აქვს, მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება არჩევნები თუ პროპორციულითო. მათ დაიწყეს ლაპარაკი სამართლიან არჩევნებზე, რომელიც ისევე გაიფანტება ჰაერში, როგორც ეს დაპირება გაიფანტა, რადგან სამართლიან არჩევნებს არაფერი აქვს საერთო ამომრჩევლის მოსყიდვასთან, რომლის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენ ვნახეთ 2018 წლის არჩევნებზე, როცა 600 ათასი ადამიანი უბრალოდ მოისყიდეს.

ივანიშვილს აქვს ძალიან ბევრი ფული, იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ეს შეიძლება ვინმეს ოცნებაში ან ფანტაზიაში წარმოუდგენია… მე, მაგალითად, ვფიქრობ ასეთ რამეს: მოახლოვდება არჩევნები, პენსიას მოუმატებენ 20 ლარს, პედაგოგებს გაუზრდიან ხელფასს, ვთქვათ, 100 ლარით…

დიახ, ასე არის დაანონსებული, შემდეგ ინფლაცია ამას შეჭამს, მაგრამ ამომრჩევლისთვის შეიძლება ეს საკენკი საკმარისი აღმოჩნდეს. მოკლედ, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ცუდი წარმოდგენის ვარ ამომრჩეველზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ვარიანტს ვუშვებ, რადგან ამ მოქრთამვამ გასულ არჩევნებზე უკვე იმუშავა.

მნიშვნელოვანია, მაგრამ არის თუ არა გადამწყვეტი, არ ვიცი. ძალიან დიდ ვა-ბანკზე წავიდა ხელისუფლება, ბეწვის ხიდზე გადის, თუმცა გათვლა ეს არის, რომ პროტესტი მინელდება, მაგრამ დარჩება სისტემური გზა უმრავლესობის შენარჩუნებისთვის.

ეს, ალბათ, გაუთვლელი იყო “ქართული ოცნების” მიერ, მაგრამ მე არ ვიცი, ეს სადამდე გაგრძელდება. უმრავლესობა კვლავ ჰყავს, გადაწყვეტილებების მისაღებად მექანიზმი ჯერ კიდევ ძალაშია ფორმალურად…

ზარალი როგორ არ არის… მნიშვნელოვანი ზარალია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის თუ არა იმ მასშტაბის, რომ ამან ხელისუფლება გადაიყოლოს, მე არ ვარ ამაში დარწმუნებული… არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მეორე მხრივ, პროპორციულ სისტემაზე რომ გადასულიყო ქვეყანა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ქოც-ნაცური ჯადოსნური წრე გაირღვეოდა, ახლა – არა.

რა თქმა უნდა, 2-პოლუსიანობა მას აწყობს, რადგან ენმ კვლავ რჩება ძალად, რომელსაც ოპოზიციურ ძალებს შორის შესაძლოა, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საძულველი პარტიაა საქართველოში. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ენმ-ზე ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას, ამიტომ აწყობს ეს ამბავი. თვითონ მოვა უმრავლესობით და ისევ ეყოლება ხელის შესაწმენდად ენმ. ამიტომ ამ მოჯადოებულ წრეში დარჩენა მას აწყობს. ახლაც თავის ბოლო განცხადებაში [პროპორციულის ჩაგდება] ენმ-ს დააბრლა… ესეც კი ენმ-ს გადააბრალა.

2012 წელი რაღაცნაირად აღდგა, როცა ივანიშვილმა ერთი ან ორის გარდა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია გააერთიანა, მათ შორის ისინიც, ვისაც ერთმანეთი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ნეგატიური მობილიზაციის ძალით ეს პარტიები ერთმანეთის გვერდით დადგნენ. ეს ფაქტორი ამუშავდა ახლაც. ყველა ერთის, ანუ ივანიშვილის წინააღმდეგ, და მართლაც დასხდნენ ერთმანეთის გვერდით [განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები]. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბესელია და ენმ ერთად დასხდებოდნენ, ან სხვა პარტიები, მაგრამ ეს მოხდა. ეს არის ბოლო გამოსავალი, შეიძლება ასეც ითქვას. ანუ როცა სხვა გამოსავალი არ გრჩება, შემდეგ ამოქმედდება ხოლმე ნეგატიური მობილიზაციის პარადგიმა. ახლა ამან დაიწყო მუშაობა. ოღონდ მე არ ვიცი, იმავე ეფექტით იმუშავებს თუ არა, როგორც 2012 წელს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სად არის ამდენი ფინანსები, მეორე, შესაძლოა, წყალგამყოფი, ერთი მხრივ, ენმ-ს, მის განაყოფ პარტიებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მკვეთრი იყოს, ვიდრე 2012 წელს “ქართული ოცნების” კოალიციაში და ეს გაერთიანება არ შედგეს. თანაც ამ გაერთიანებას ის განასხვავებს 2012-ისგან, რომ მაშინ იმ კოალიციას ჰყავდა ბიძინა ივანიშვილი, როგორც გამაერთიანებელი ლიდერი, ახლა ეს არის პრობლემა.

ჯერჯერობით არ საუბრობს, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება.

ბევრი ვარიანტი არსებობს, ჯერჯერობით იხარშება ეს ყვეალფერი და ვნახოთ, ეს გაერთიანება რად გადაკეთდება, რა სახეს მიიღებს მომავალში, მაგრამ მე ვსაუბრობ იმ გამოწვეევბზე, რაც ამ გაერთიანებას აქვს: ფინანსური რესურსები, ნაპრალი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის და საერთო პოლიტიკური ლიდერის არარსებობა.