მინდია ჯანელიძე და დავით სუჯაშვილი ძველ თანამდებობებს უბრუნდებიან

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელ დავით სუჯაშვილს, ღარიბაშვილის თქმით, იგი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდება. ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება მას უკვე აქვს.


“მინდია ჯანელიძეს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის. იგი ნამდვილად არის მაღალი დონის პროფესიონალი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ნამდვილი მოქალაქე. ბატონ მინდიას მე შევთავაზე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაბრუნება, მოგეხსენებათ, რომ ეს საბჭო ჩემი სათათბირო ორგანო გახლავთ, რომელიც მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


მინდია ჯანელიძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარმოადგინა.