“უკან გადადგმული ნაბიჯი” – PACE-ს თანამომხსენებლები პროპორციულის ჩავარდნაზე

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გამოხატავენ ღრმა მწუხარებას საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდების გამო.

“ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი”, – აცხადებენ ტიტუს კორლატინი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი).

ისინი მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით კი, მმართველ უმრავლესობას, რომ გამოინახოს გზები იმისათვის, ეს ცვლილებები 2020 წლის არჩევნებამდე ძალაში შევიდეს.