ღარიბაშვილმა მინისტრობის კანდიდატების დასახელება გადადო

“ამ დროისთვის გრძელდება კონსულტაციები კოალიცია “ქართული ოცნებასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.


ირაკლი ღარიბაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის და გარემოს დაცვის მინისტრის კანდიდატების დასახელებას დღეს, შუადღისას აპირებდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა თავად განაცხადა, თუმცა პრეზენტაცია ხვალამდე გადაიდო.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი


პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს, რომელიც ნდობის მისაღებად თავის მხრივ პარლამენტს გადასცემს. ღარიბაშვილი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურების დასრულებას დაჩქარებულ რეჟმში ითხოვს.