29 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ლევან ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელიც  ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პირობებში ნდობის გამოცხადების შემდეგ შეიცვალა. კონსტიტუციის მოთხოვნის თანახმად, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. მთავრობის ახალი შემადგენლობას პრეზიდენტს პრემიერ–მინისტრი წარუდგენს, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი ახალ შემადგენლობას პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის წარუდგენს.

 

ლევან ყიფიანის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობა დატოვა გარემოს დაცვის მუნისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა. სწორედ ამ ორი მინისტრისტრის შემცვლელის ვინაობაა არ არის ცნობილი ახალ მთავრობაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *