“Fitch“-ის მიერ საქართველოს პერსპექტივის „პოზიტიურიდან“ „სტაბილურით“ შეცვლა არ იმოქმედებს საერთაშორისო ინვესტორების შეფასებაზე, რადგან  საქართველოში  კარგი ბიზნესგარემოა” – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

მისივე  თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცვლელი დარჩა ქვეყნის რეიტინგი და ის „BB” – ის დონეზეა და ამ მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი პოზიცია აქვს.

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “ფიჩ რეიტინგის” შეფასებით,  გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტის დეფოლტის რეიტინგში საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა გაუარესდა და პოზიტიურიდან სტაბილურისკენ გადაიწია. სააგენტომ აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის ვარდნისა და რუსეთის წინააღმდეგ დადგენილი სანქციების გამო საქართველოს ეკონომიკამ განიცადა დიდი დარტყმები, რომლებიც ასევე შეეხო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს.

 

“ფიჩ რეიტინგი” მოელის, რომ 2015 წელს 20%-ით დაეცემა ექსპორტი, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის შემადგენლობაში უარყოფითი სავაჭრო სალდო 14% იქნება 2015 წელს, მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9%-ს შედგენდა.

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *