თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 პირი კი დაშავდა.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
