შეიძლებოდა თუ არა, რომ ეროვნულ ბანკს ინტერვენცია უფრო ადრე დაეწყო? – ალასანიას თქმით, ეს სამსჯელო საკითხია, “მაგრამ ეროვნული ბანკს მოსალოდნელ პრობლემებზე დიდი ხნით ადრე ჰქონდა გახსნილი დისკუსია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან”.
“როცა მთავრობის წევრი ვიყავი, მაშინაც მახსოვს, რომ ისინი ამ პრობლემას აყენებდნენ. პირველ რიგში, მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს გაფრთხილებები არ მიიღეს. კარგად გვახსოვს, რომ დეკემბერში 5-პროცენტიან ზრდას გეგმავდნენ. ყველა გაფრთხილება და ობიექტური გარემოება უგულებელყვეს იმიტომ, რომ ეს შეფასებები არ სიამოვნებდა დე ფაქტო პრემიერს. პრობლემის არსი არის არაფორმალურ მართვაში. აქ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ. ასეთი მართვის პიორბებში გამორიცხულია, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ალასანიამ.
