სააკაშვილის თქმით, ბაქოში უკრაინის ოფიციალური პირის სტატუსითაც ჩავიდა, რომელიც პოროშენკოს მთავრობას წარმოადგენს. 

 

“ყველა საუბარი იმის შესახებ, რომ ინტერპოლი მეძებს – პროფანაციაა”, – აცხადებს სააკაშვილი გამოცემასთან საუბარში. 

 

კითხვაზე, ხომ არ გააუარესებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს მისი ბაქოში ვიზიტი, სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან უკვე გაიფუჭა. 

 

“სამწუხაროდ, საქართველო ყველა ქვეყნისთვის სუსტი პარტნიორი გახდა. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ვინმესთან მეგობრობა, მას მხოლოდ საკუთარი სარგებელი აინტერესებს”. 


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში “ნიზამი განჯელის საერთაშორისო ცენტრისა” და მადრიდისკლუბის მიერ ორგანიზებულ ღია საზოგადოებათა მესამე გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *