ახალი ამბები

ოქრიაშვილის თქმით, ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ცდილობდა

13 ნოემბერი, 2019 • 1140
ოქრიაშვილის თქმით, ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ცდილობდა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებზე ზეწოლას ცდილობდა.

კერძოდ, ოქრიაშვილის თქმით, დიმიტრი ხუნდაძის მისამართით, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს ღიად აკრიტიკებს, პარტიიდან გარიცხვის მუქარაც გაისმა:

“დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო ამ დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა. პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად, დიმიტრი ხუნდაძეზე იყო ზეწოლა იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდეც, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. დებატები გაგრძელდება. ჩემი პოზიცია უცვლელეია. როგორც ვვარაუდიბ, 20-მდე ადამიანია, შეიძლება ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას”, – ამბობს დეპუტატი.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი