ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მისი ოჯახაის გამო მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს:

 

“ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა“,- ნათქვამია ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებაში.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი  მეექვსე მინისტრია, რომლის შემცვლელის დანიშვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი სურვილით, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეეძლება. ღარიბაშვილმა 5 მინისტრი (ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, ალექსანდრე ჭიკაიძე და დავით შავლიაშვილი) უკვე გაათავისუფლა.

 

ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის გვერდის ავლით ახალი მინისტრი დანიშნოს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *