10:00 სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, საქართველოში ნატო-ს ოფისისა და რუმინეთის საელჩოს თანაორგანიზებით, ევროატლანტიკური ფორუმი პირველ კონფერენციას გამართავს, რომელსაც საქართველოში რუმინეთის ელჩი დიმიტრუ ბადეა და ევროატლანტიკური ფორუმის სახელით ბაჩუკი ქარდავა გახსნიან.


10:00 თბილისის იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-16 სხდომა გაიმართება.

 

11.00 ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” მიერ გამოცემული ახალი გაზეთის “საქართველოს დემოგრაფია” პრეზენტაცია გაიმართება.

 

11.00 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია “სწავლის ხელშეწყობის ფონდსა” და შპს “ქართული ლუდის კომპანიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ის პირველი კორპუსი, რექტორატი

11.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და კულტურის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, თავისუფლების მოედანი #2

11:00 სტუდენტური მოძრაობა “მწვანე მუშტი” საინფორმაციო სააგენტო “რეპორტიორის” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტებს საპირველმაისო მიმართვას გააცნობს.
თემა: 1-ელ მაისს ჭიათურაში დაგეგმილი საპროტესტო აქცია.

11:00 სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დონორების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ იმსჯელებენ.

11:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:30 იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სამოსამართლო კანდიდატების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.
მის: დიღმის მასივი, ნოდარ ბოხუას ქ. #19, მართლმსაჯულების სახლი

11:45 სასტუმრო “რედისონში”, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრა სოლიდარობის ფონდისა და კერძო სექტორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაიმართება, რომელსაც ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრებიან.

 

12:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:00 მშობელთა საინიციატივო ჯგუფი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან საქართველოს პარლამენტში 29 აპრილს სასკოლო ასაკის განსაზღვრის თაობაზე დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.
საკონტაქტო პირები: თინიკო – 577428989, ქეთი _ 579455588

 

12:00 საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება.
მის: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ.#12, შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

 

12:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მოთავსებული სამი პატიმრის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

 

13:00 საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015” მოხალისეთა დეპარტამენტსა და სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: ი. მაჩაბელის ქ. #11

 

13:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #2

13:00 “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, პოლიციის მიერ ადვოკატ დავით ახალაურის დევნის ფაქტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს და მტკიცებულებებს წარმოადგენს.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

13:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში ახალ საჯარო სკოლას გახსნიან.

14:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “1+4” პროგრამით ჩარიცხული სტუდენტებისთვის პროექტის “ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი” პრეზენტაცია გაიმართება.

 

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
მის: თავისუფლების მოედანი #2


14:00 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერებს, ინტერპარტიული ჯგუფს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტები შეხვდება.
თემა: საარჩევნო სისტემა
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი – 591 77 9898

14.00 იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონული წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში სიმონე ვოლკენი გახსნიან კამპანიას – “N მე მივეკუთვნები”.

 

17:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მრავალშვილიანი ოჯახებისათვის გაიმართება ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი მიძღვნილი კონცერტი, სახელწოდებით “აცერი და დაიცავი!”.

 

17:00 ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ახალი გამოცემის “საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი” და ახალი პროექტის “ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)”” პრეზენტაცია.

19:00 საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, 24 ტომეულის “საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის” მეშვიდე ტომის “ქართული კინო და თეატრის” პრეზენტაცია გაიმართება.

28 აპრილი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *