მეუფე პეტრე პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ არ გამორიცხავს სინოდის მხრიდან ეკლესიიდან მის განკვეთას და ამის შემდეგ პოლიტიკაში წასვლას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ისაუბრა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

“როგორც ჩემს მრევლს ვეუბნებოდი: არასდროს თქვა არასდროს, ისე ჩემ თავს ვეტყვი. სადაც დასჭირდება ხალხის სამსახურს…”, – აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე ნიკა გვარამიას შეკითხვაზე გამორიცხავს თუ არა განკვეთის შემთხვევაში ის პოლიტიკურ კარიერას.