დღეს, 8 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანთან“ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პარალელურად, ჰომოფობური და ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქცია გაიმართა.
ისინი სეანსის ჩაშლას ითხოვდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ფილმის ჩვენება მაინც შედგა. ნეტგაზეთი აქციდან რამდენიმე ფოტოს გთავაზობთ:
“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე. აღნიშნული ნამუშევარი შვედეთმა წელს ოსკარზეც გაგზავნა.
ფილმს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დღით – 8,9 და 10 ნოემბერს აჩვენებენ. პირველ ჩვენების დაწყებამდე, ულტრანაციონალისიტური და ჰომოფობური ჯგუფების მხირდან არაერთხელ გაჟღერდა მუქარა, რომ ისინი სეანსებს ჩაშლიდნენ. შსს კი ამბობდა, რომ ყველა კანონიერ ზომას მიიღებდა.
8 ნოემბერს “ამირანთან“ პირველ ჩვენებას დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ჰომოფობური ჯგუფების წევრებს შორის, რომლებიც კინოთეატრის წინ იყვნენ შეკრებილნი. ისინი მოითხოვნენ, რომ ფილმის ჩვენება ჩაშლილიყო. დაპირისპირების შედეგად 20-მდე ადამიანია დაკავებული, არიან დაშავებულებიც, მათ შორის, საქამოქალაქო აქტივისტი – ანა სუბელიანიც.
წაიკითხეთ ასევე:
ოვაციები დარბაზში – რას ყვებიან მაყურებლები ლევან აკინის ფილმზე
